Сообщения

7+1 მოდულის ცალცალკე რეფლექსია

აღნიშნულ ტრენინგზე ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ძალიან ბევრი . ბევრი რამ ვისწავლე და დავხვეწე . ვისწავლე სასწავლო პროექტების გეგმებზე , ბუკლეტებზე და შაბლონებზე მუშაობა, დავხვეწე ელ. ფოსტაზე და ბლოგზე მუშაობა. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების , ინოვაციების განხორციელების მოტივაცია . აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში . ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი . კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას კონსულტაციის სახით და დავარწმუნებ , რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს სასწავლო პროცესზე. მადლობა ჩვენს ტრენერ დათო მალანიას...

თეას პორტფოლიო

დააჭირეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

მოსწავლის პრეზენტაცია გაშლილი სახით (მცირე )

მე-7 მოდული

ამ მოდულის გაცნობის შემდეგ მოვახდინეთ პროტფოლიოს გადახედვა, შევიტანე კორექტირება.  ძალიან  მნიშვნელოვანი იყო კოლეგების შეფასებები და რეკომენდაციები.  მოვახდენ პორტფოლიოს ატვირთვას.

6 მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში გავაცნობიერე როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესში , რათა გაკვეთილები გამოვიდეს უფრო საინტერესო მოსწავლეებისთვიასევე  შეფასებისთვის. შექმენით პრეზენტაცია საქაღალდეში მოსწავლის ნიმუშის სახით. მოვახდინეთ ბლოგზე კომენტარის დატოვება.

მე-5 მოდულის რეგლექსია

გავეცანით პროექტების შეფასებებს, დავათვალიერეთ  შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკა, ასევე პროექტის შეფასების 5 სტრატეგია მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები .

მე-4 მოდულის რეფლექსია

 დამოუკიდებლად შევქმენით  პროქტის თემის შესაბამისი  პრეზენტაციის მაკეტი,   სცენარი. ამ მოდულში გავეცანი ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებასა და სწავლას .  ტრენენრის მიერ გ . ი მეთოდით უპასუხეთ კითხვას - რას ნიშნავს საავტორო უფლებები ?. პრეზენტაციის სახით გავეცანით " საავტორო უფლებების ქაოსს " , სადაც ტრენერმა ამომწურავად და   ძალიან საინტერესოდ   გაგვაცნო საკითხთან დაკავშირებული ყველა კომპეტენც ია.